ოთხი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმე

ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა – 4 წლის გოგონას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე ოთხი ადამიანის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა.

საუბარია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებზე, რომლებიც სამსახურიდან უკვე გაუშვეს. შიდა მოკვლევამ აჩვენა, რომ მითითებულმა პირებმა სათანადო მონიტორინგი არ აწარმოეს ბავშვზე, რომელიც მინდობით აღზრდის შემდეგ სოციალურად დაუცველ ოჯახში ცოტა ხნის წინ იყო დაბრუნებული. კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ის ფაქტიც, რომ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, გოგონაზე სავარაუდო ძალადობის და მისი საავადმყოფოში მოხვედრის გამო მცირეწლოვნის დედის მიმართ სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გაცემული.

საკუთარი ნებით პოსტი დატოვა სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც.

სააგენტოს შიდა მოკვლევის მასალები უკვე  საგამოძიებო უწყებაშია.