ოთხი ოპოზიციური პარტიის განცხადება

დღესვე ბრიფინგი გამართეს ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას დააკავეს უნივერსიტეტ „სეუს“ აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. პარტიების წარმომადგენლების განმარტებით, განათლების სისტემა ტერორის ქვეშაა. ისინი ამბობენ, რომ განათლება სახელმწიფოს განვითარების მთავარი ფუნდამენტია და აუცილებელია ამ სფეროს მხარდაჭერა.

ოპოზიციურ პარტიებში სტუდენტებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ არ უნდა დაუშვან მათთვის ევროპული მომავლის წართმევა. მათი შეფასებით, ქართული განათლების სისტემა იზოლაციის საფრთხის ქვეშაა და, შესაძლოა, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი ევროპის ქვეყნებში აღარ იყოს აღიარებული.