ოთხი კონგრესმენის წერილი - პოლიტიკური შეფასებები

ვაშინგტონიდან თბილისში გამოგზავნილი მესამე წერილის გასაჯაროების შემდეგ „ქართული ოცნება“ ამერიკელ კონგრესმენებთან აქტიურ კომუნიკაციას გეგმავს.

მმართველი გუნდის ლიდერები ოთხი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერის სახელზე დაწერილ მიმართვაში ფაქტობრივ უზუსტობებს ხედავენ, ოპონენტებს კი აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოზე მიღებულ ორპარტიულ მხარდამჭერ აქტებს ახსენებენ. მათგან გასხვავებით, წერილში ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალები ამოიკითხა ოპოზიციამ, რომლის აზრით, კონგრესმენები მმართველ პარტიას დემოკრატიული განვითარების გზიდან გადახვევაზე მიანიშნებენ.

ანაკლიის პორტი, საინვესტიციო გარემო, ნოემბრის აქციები და პროკურატურაში აღძრული საქმეები ის თემებია, რომლებმაც ოთხი ამერიკელი კანონმდებელი შეაშფოთა.