„ოთხი ჩელოს და ვიოლინოს კონცერტი“

„ოთხი ჩელოს და ვიოლინოს პირველი კონცერტი“ – ასე ჰქვია მუსიკოსების ერთობლივ პროექტს, რომელიც მუსიკალური ინსტრუმენტის ვიოლონჩელის პოპულარიზაციის მიზნით, წლების წინ დაიგეგმა, ხვალ კი რეალობად იქცევა. ჩელისტები და მევიოლინე ახლა წინა საკონცერტო სამზადისში არიან. პირველი გაჩერება ბორჯომია. შემდეგი ორი კონცერტი ქუთაისსა და ქობულეთში გაიმართება.