ოთხი ახალი კლასტერი და ინფიცირების დაუდგენელი წყაროები საქართველოში - ელის თუ არა ქვეყანას მორიგი ეპიდაფეთქება და როგორ უნდა ვიმოქმედოთ მეორე ტალღის ასარიდებლად

საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებო ხდება.

შეზღუდვების პრაქტიკულად მთლიანად მოხსნიდან მალევე, თბილისში ოთხი ინფიცირებულის დაავადების წყაროს ამ წუთამდე ვერ ადგენენ. გამოიწვევს თუ არა დაუდგენელი შემთხვევები ხელახალ ეპიდ აფეთქებას, მითუმეტეს, რომ მათი კონტაქტების სია საკმაოდ დიდია. ბოლო 24 საათში გამოვლენილ ცხრა ახალ ინფიცირებულს შორის ოთხი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია. ეპიდემიოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მეორე ტალღა დაჩქარდეს.

ინფიცირების ოთხი დაუდგენელი შემთხვევის გამო სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვისკენ  მოუწოდებენ. იზრდება საკვლევ პირთა წრე და „პისიარ“-ტესტების რაოდენობაც. ვიდრე ეპიდემიოლოგები ახალი ინფიცირებულების პირველ წყაროზე გავლენ,  ქვეყანში შიდა გავრცელების რისკები მაღალია.