ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ქვიშხეთთან ავარიას

ქვიშხეთთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან არასრულწლოვნები: 12 , 10 და 8 წლის ბავშვები. ყველა დაღუპული ერთი ოჯახის წევრია. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზევე დააფიქსირა ოთხი მათგანის გარდაცვალება, კრიტიკულია მეხუთე მგზავრის მდგომარეობა, რომლის  გულის ამუშავება ექიმებმა შეძლეს.

დაშავებული ამ დროისთვის მცხეთის საავადმყოფოში გადაჰყავთ. პირველადი ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა მდინარეში გადავარდა.