ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა

საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მხატვრის, კალიგრაფის, ილუსტრატორის – ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ბოლო წლებში შექმნილი ფერწერული და კალიგრაფიული ნამუშევრები. ოთარ მეგრელიძემ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1991 წელს გაიმართა მისი პირველი პერსონალური გამოფენა მხატვრის სახლში, მას შემდეგ გამართული აქვს არაერთი გამოფენა როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.