ოთარ კახიძე შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, გაატარონ ზომები, რომ მირზა სუბელიანი გამოძიებას არ მიემალოს

„ევროპული საქართველოს” წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მდივანია, აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მირზა სუბელიანია. ამიტომ კახიძე შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, გაატარონ ზომები, რომ საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილებამდე, სუბელიანი გამოძიებას არ მიემალოს. მისი განცხადებით, შესაბამის ზომებში იგულისხმება გაუსვლელობა, ან აღკვეთის სხვადასხვა ღონისძიება.

ოთარ კახიძე აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ უნდა შეაფასოს რისკები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღოს.