ოთარ კახიძე ხელისუფლებას მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატი და ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ოთარ კახიძე ამის საფუძვლად ამჯერად ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის იმ გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ მამადოვთან დაკავშირებით მიიღო. როგორც კახიძე განმარტავს, კომიტეტი, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღმასრულებელი ორგანო, აზერბაიჯანს ავალებს, რადგან მამადოვის მიმართ დაფიქსირდა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

შესაბამისად, კახიძე ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევა და პატიმრობიდან გათავისუფლებაზე ევროსაბჭოს მოთხოვნა საქართველომაც უნდა გაიზიაროს.