ოთარ აბესაძის ადვოკატი ბრალდებულის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაყვანას ითხოვს

ოთარ აბესაძის ადვოკატი ბრალდებულის გადაყვანას ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ითხოვს.

ირმა ჭკადუას განმარტებით, აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას შესაბამისი კვლევები უნდა ჩაუტარდეს. ამასთან ერთად, პროცესზე ისაუბრა თავად ბრალდებულმა ოთარ აბესაძემ, მან ითხოვა პროცესის გადადება, ვინაიდან გუშინ შეიტყო, რომ გარდაეცვალა ოჯახის წევრი, ბაბუა და თავს შეუძლოდ გრძნობს. მას პროცესზე სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარდა. პროცესი ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.