„ოსკარის“ 97-ე დაჯილდოების ცერემონიის ნომინანტები ცნობილია. ლოს ანჯელესის ხანძრის გამო, ცერემონია ორჯერ გადაიდო, თუმცა საბოლოოდ დაჯილდოება 2 მარტს გაიმართება. საღამოს ცნობილი ამერიკელი წამყვანი და კომიკოსი კონან ო’ბრაიენი გაუძღვება. ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია ფრანგი კინორეჟისორის, ჟაკ ოდიანის მუსიკალურმა კომედიამ, „ემილია პერესმა“ მიიღო. 10-10 ნომინაცია აქვთ ამერიკელი რეჟისორის, ბრედი კორბეტის „ბრუტალისტსა“ და ჯონ ჩუს „ალქაჯს“. საუკეთესო მსახიობთა კატეგორიაში წელს პირველად მოხვდნენ კიერან კალკინი, დემი მური, იზაბელა როსელინი და ზოე სალდანა.