„ოსკარის“ 98 ცერემონია. გამარჯვებულები სულ 24 ძირითად კატეგორიაში გამოვლინდნენ. წელს პირველად აკადემიამ ჯილდო ახალ კატეგორიაში გასცა – საუკეთესო ქასთინგი. საუკეთესო ფილმი გახდა „ბრძოლის შემდეგ ბრძოლა“. პოლ ტომას ანდერსონის ამ ნამუშევარმა 13 ნომინაციიდან ექვსი ოსკარი მიიღო. საუკეთესო რეჟისორის სტატუსიც პოლ ტომას ანდერსონს ერგო. საუკეთესო მსახიობი ქალი ჯესი ბაკლი გახდა ფილმისთვის Hamnet. საუკეთესო მსახიობი კაცის სტატუსი კი მაიკლ ბ. ჯორდანმა დაიმსახურა ფილმისთვის Sinners.