„ოსკარი 2019“-ის ნომინანტები  

„ოსკარის“ ნომინანტთა სია ცნობილია.

ამერიკის კინოაკადემის დაჯილდოების ცერემონიას ლოს ანჯელესი 24 თებერვალს უმასპინძლებს. წელს პრესტიჟული ჯილდო 24 ნომინაციაში გაიცემა. მათ შორისაა ის ფილმები და მსახიობები, რომლებიც უკვე არაერთი ფესტივალის, მათ შორის „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულები არიან. წლევანდელი ცერემონია გამორჩეული იქნება იმითაც, რომ ის წამყვანის გარეშე ჩაივლის.