OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ჰააგაში

15:01, 05.07.2026

ჰააგაში-ს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 33-ე სესია მიმდინარეობს. ნიდერლანდებში იმყოფება ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, გარემოს დაცვისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები არიან. სესიის მონაწილეებს ქართველმა პოლიტიკოსებმა სიტყვით მიმართეს. ოკუპაცია, გლობალური გამოწვევები და რეგიონის განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც დეპუტატებმა აქცენტი გააკეთეს. ისაუბრეს ორმაგ სტანდარტსა და უსაფუძვლო ბრალდებებზე, რაც, მმართველი გუნდის თქმით, ევროპის კონტინენტზე წარმატებულ თანამშრომლობას ხელს უშლის. ნიკოლოზ სამხარაძემ პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარ კომიტეტზე ყურადღება ოკუპაციაზე გაამახვილა და ამ კონტექსტში მკაცრად დაგმო ე.წ. მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მაისში რუსეთის ფედერაციასა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის დაიდო. მისი თქმით, ეს დოკუმენტი საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. სამხარაძემ ასევე ისაუბრა „მოსკოვის მექანიზმის“ საკითხზე და აღნიშნა, რომ ამას ეუთო-ს ქვეყნების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. ლევან მახაშვილმა კი სიტყვით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტს მიმართა. მან დამსწრეებს საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური იარლიყების გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მსგავსი