OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ჰააგაში

15:06, 08.07.2026

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. დოკუმენტი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჯო უილსონის მიერ იყო მომზადებული. საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. გადაწყვეტილება ასამბლეის პრეზიდენტმა ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო.

კენჭისყრამდე კი საქართველოს დელეგაციამ რეზოლუცია მწვავედ გააკრიტიკა. ქართველმა კანონმდებლებმა წარმოდგენილ დოკუმენტს მანიპულაცია უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ყალბი ინფორმაციითაა გაჯერებული. რეზოლუცია ჰააგის დეკლარაციის ნაწილია.

მსგავსი