OSCE-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია ჰააგაში

12:10, 08.07.2026

საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს ჰააგაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე კენჭს დღეს უყრიან. დოკუმენტი, რომლის ინიციატორი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონია, სესიაზე გუშინ განიხილეს. საქართველოს დელეგაციამ რეზოლუცია მწვავედ გააკრიტიკა. ქართველმა კანონმდებლებმა წარმოდგენილ დოკუმენტს მანიპულაცია უწოდეს და აღნიშნეს, რომ ის ყალბი ინფორმაციითაა გაჯერებული.

რეზოლუციაში, რომელიც ჰააგის დეკლარაციის ნაწილია, გაკრიტიკებულია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური აქტორებისა და დემონსტრანტების დაკავება და რამდენიმე კანონის მიღება. მოთხოვნილია კონკრეტული კანონების უკან გაწვევა, ასევე, 2024 და 2025 წლების არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე ცნობების გამოძიება.

მსგავსი