oscar & the wolf საქართველოში

საქართველოს მონუმენტის ეგიდით, უკვე მეორედ ოსკარ ენდ ზი ვოლფი ეწვევა. მაქს კოლომბის მიერ დაარსებულ ბელგიურ ჯგუფს საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია. მათ შორის არის სინგლი სახელწოდებით „იუ არ მაინ“, რომელიც 2015 წელს გამოვიდა. ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობ ჰიტებსა და ახალ კომპოზიციებსაც შეასრულებს.