ორთუბნის აბანოს აღდგენა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში ისტორიული აბანოს წინასარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მე-17 საუკუნით დათარიღებული ნაგებობა, რომელიც ძირითდად აგურით და რიყის ქვითაა ნაგები, პირველ ეტაპზე მიწისა და სხვა ნარჩენებისგან  გაიწმინდება. პროცესი არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება. გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ მომზადდება სარეაბილიტაციო პროექტი.