ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის ბაზარი, სადაც წლის განმავლობაში 250 000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართული კომპანიებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, ევროპის 27 ქვეყანაში გაიტანონ პროდუქცია. საკითხზე დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა ლევან დავითაშვილმა.