ორტრილიონიანი ბაზარი ქართული კომპანიებისთვის

18:47, 25.07.2022

ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის ბაზარი, სადაც წლის განმავლობაში 250 000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორ ტრილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროდუქციას იძენს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართული კომპანიებისთვის ჩნდება შესაძლებლობა, ევროპის 27 ქვეყანაში გაიტანონ პროდუქცია. საკითხზე დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა ლევან დავითაშვილმა.

 

მსგავსი