ორმოც დევნილ ოჯახს ვაზიანში ბინები გადაეცა

40 დევნილ ოჯახს ვაზიანში ბინები გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უზრუნველყო.

ვაზიანში, უწყების მიერ აშენებულ 5-სართულიან კორპუსში არსებული 40 ბინიდან 15-ერთოთახიანია, 15-ოროთახიანი, 10 კი სამოთახიანი. საცხოვრებელი ფართები, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 17 000-მდე დევნილი ოჯახი გახდა.