ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა – ირაკლი კირცხალიას განცხადება
დისკუსია არ წყდება ირაკლი კირცხალიას წერილთან დაკავშირებით. უმრავლესობის ლიდერის განცხადების შინაარსი, სადაც 2022 წლის შემდეგ ოპოზიციის, მესამე სექტორის და კულტურის სფეროს წარმომადგენლების რუსეთთან დამოკიდებულების რადიკალური ცვლილების მიზეზებზე იყო საუბარი, ისევ შეფასებების თემაა. რატომ არ გამოირჩეოდნენ კონკრეტული ჯგუფები მკვეთრად ანტირუსული განწყობებით აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ ჩამოყალიბდა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ რადიკალურად ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მმართველი პარტია ორმაგ სტანდარტებზე და გარე ძალების ორკესტრირებულ რუსოფობიაზე მიუთითებს.