ორმაგი სტანდარტი საქართველოს მიმართ

18:04, 11.10.2026

იყენებს თუ არა ბრიუსელი ორმაგ სტანდარტებს – რატომ არ გმობენ ევროპელი დიპლომატები საფრანგეთსა და ბელგიაში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს – საქართველოს ხელისუფლების ამ კითხვების მთავარი ადრესატი ევროპელი პოლიტიკოსები არიან. ისინი ვინც ამ დრომდე დუმს ევროპაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა მწვავედ აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს 2024 წლის აქციების თუ 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის დემონსტრაციის დაშლის გამო. ბრიუსელის დუმილი ოფიციალური თბილისისთვის უსამართლო დამოკიდებულების დადასტურებაა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ევროპელი ლიდერები, ევროპაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განსხვავებული სტანდარტით აფასებენ.

მსგავსი