ორი წლის ბავშვის საქმე

18:18, 01.07.2019

ორი წლის ბავშვი, რომელსაც გულმკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა აღენიშნებოდა, მარნეულის საავადმყოფოდან იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმის განმარტებით, ბავშვი საავადმყოფოში დედამ მიიყვანა და განაცხადა, რომ ბავშვი თამაშის დროს დაშავდა.

შსს-ს ინფორმაციით, დედამ ორი წლის ბავშვს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ბავშვმა თვითდაზიანება მაკრატლით მიიღო.

საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო გამოძიება.

მსგავსი