შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი და ტაძარი აშენდება. ამის შესახებ ისაუბრა დღეს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ტრაგედიიდან ორი წლისთავზე რაჭაში ჩავიდა და დაღუპულთა ახლობლებს გაესაუბრა.
2023 წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ 32 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები. ერთი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე ვერ იპოვეს. „მოამბის“ ჟურნალისტი შალვა სუმბაძე, რომელიც ორი წლის წინ აშუქებდა მოვლენებს ტრაგედიის ადგილზე, ახლაც შოვში იმყოფება და პირდაპირ ეთერში გვიერთდება.