ორი მილიონი ლარის საქმე

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის დროს აღმოჩენილ დარღვევებზე  და დაუსაბუთებლად გახარჯულ 2 მილიონი ლარის საქმეზე გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო. მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსის პირობების კონკრეტულ ადამიანზე მორგება, სამუშაოების უხარისხოდ შესრულება და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა – აუდიტის სამსახური საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს.

დასკვნის მიხედვით, საცხოვრისის მშენებლობისთვის საკრებულოს მიერ გამოყოფილ 4 მილიონზე მეტი ლარიდან, თითქმის ნახევარი დაუსაბუთებლად დაიხარჯა. თავად სოციალურ საცხოვრისში უმძიმესი პირობებია და იქ მცხოვრები მოქალაქეები სხვა შენობაში სასწრაფო გადაყვანას ითხოვენ. ისინი შენობაში 2017 წლის სექტემბერში შეასახლეს.