ორი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ

ამნისტიის კანონპროექტის ორი სხვადასხვა ვერსია პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

პოზიციების შეჯერების მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა – ხელისუფლებას და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას ამნისტიის აქტის შინაარსი სხვადასხვანაირად ესახებათ, რაც მათ მიერ მომზადებულ ვარიანტებში აისახა. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პირების ამნისტირებისთვის დაზარალებულთა თანხმობის საჭიროებაა, რაც ოპოზიციის ვერსიაში ჩაიწერა. თუმცა, საუბარია მხოლოდ ცალმხრივ თანხმობაზე. ასეთი დათქმა ამნისტიის აქტთან შეუსაბამოდ მიაჩნია ხელისუფლებას. მხარეებს შორის არსებობს პრინციპული შეთანხმება იმაზე, რომ წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლებით არც დანაშაულებრივი ბრძანების გამცემზე და არც შემსრულებელზე ამნისტია არ გავრცელდება.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, პრინციპული შეთანხმების მიუხედავად, რატომ დაიწერა ორი სხვადასხვა ვერსია.