ორი კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დავის მორიგი საბაბი ხდება. ოპოზიციის ნაწილისთვის სადავოა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ბრალდებულს შეუძლია გათავისუფლებაზე უარი თქვას. პარლამენტში ინიცირებულ ორ სხვადასხვა კანონპროექტს კენჭისყრამდე საპარლამენტო პროცედურები აქვს გასავლელი. სწორედ ამის გამო, პარტია „გირჩს“ იმედი აქვს, რომ ამნისტიის დოკუმენტი, შესაძლოა შინაარსობრივად შეიცვალოს. მმართველი გუნდის თქმით კი, მათ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმენტთან. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, ამნისტია უნდა შეეხოს 20 ივნისს მომხდარ ყველა ფაქტს და ყველა პირს, შესაბამისად, ეს ავტომატურად შეეხება პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას. საკანონმდებლო ორგანოში „ამნისტიის შესახებ“ წარდგენილი კანონპროექტების განხილვა 13 მაისს დაიწყება.

მოამბე