ორი კანონპროექტი ამნისტიის შესახებ

ამნისტიის აქტის ორი ვერსიის გარშემო პოზიციები დაახლოების ნაცვლად ერთმანეთს სულ უფრო შორდება.

ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ვარიანტს აპროტესტებს. მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის ის ჩანაწერი, სადაც წერია, რომ ამნისტიის გასავრცელებლად პირის თანხმობაა საჭირო. ამ პუნქტს შარლ მიშელის შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები ერთგვარ ხრიკად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ ამ გზით მმართველი გუნდი ნიკა მელიას პატიმრობის გახანგრძლივებას ცდილობს, მით უმეტეს, რომ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული ამნისტიის აქტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის კატეგორიულად მიუღებელია. სადავოა სხვა პუნქტებიც კანონპროექტის როგორც ერთი, ისე მეორე ვერსიიდან.