ორი დოზით აცრილი პირებისთვის შეღავათები წესდება 

ვაქცინირებული პირებისთვის შეღავათების ამოქმედება იგეგმება.

ორივე დოზით აცრილი მოქალაქეები ე.წ. კოვიდ-პასპორტებს მიიღებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გაწერა ის შეღავათები, რომლებიც ამ პასპორტის მფლობელებზე გავრცელდება. დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საკოორდინაციო საბჭო შესაბამისი ინიციატივის განხილვას დაასრულებს. პარალელურად გეგმაშია ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება და მიზნობრივი ჯგუფების დამატება. პრიორიტეტი მიენიჭებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებს, კონტროლიორებს და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს. ამ გზით პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სფეროს ხელშეწყობას და წახალისებას ცდილობენ. ვაქცინაციის შემდეგ შეღავათებით ისარგებლებენ კონკრეტული ტურისტული ობიქტებიც.