ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვას დაკითხვა ოზურგეთის პოლიციაში გვიან ღამით დასრულდა

გვიან ღამით დასრულდა ოზურგეთის პოლიციაში ორი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვას დაკითხვა. გიორგი როყვა მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხავს.

ოზურგეთში, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის შტაბის წევრები, როყვას გაუჩინარებას ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის მიერ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებდნენ და პასუხისმგებლობას მას აკისრებდნენ. ადრესატის შტაბში კი ამ ბრალდებას უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებდნენ. თავად გიორგი როყვა აცხადებს, რომ მერობის არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ თალაკვაძემ. ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე კი მომხდარის გამოძიებას მოითხოვს.