ორი დაღუპული და ერთი დაშავებული - ავტოავარია აგარაში

აგარაში, ცენტრალური ავტომაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, ავარიისას ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო მანქანა „შკოდას“ მარკის ავტომანქანას შეეჯახა. შემთხვევა დილით მოხდა.

გარდაცვლილებიც და დაშავებულიც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან. პირველ არხს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რომ ავტომობილი უწყებას ეკუთვნის, თანამშრომლები კი ავარიის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

 

დატოვე კომენტარი