ორი აგვისტოდან წინასაარჩევნო კამპანია იწყება

პოლიტიკური პოლარიზაციის გაზრდის პარალელურად მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის.

თბილისის შემდეგ მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატი ყველა ქალაქში წარადგინა. მათ შორის არიან პარლამენტის მოქმედი მაჟორიტარებიც. კამპანია არჩევნებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, ანუ ორი აგვისტოდან დაიწყება. ამ პერიოდიდან ამოქმედდება ის ახალი რეგულაციები და წესებიც, რომლებიც შარლ მიშელის შეთანხმების მეორე პუნქტით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის მიღების შემდეგ დამტკიცდა. ამ ეტაპზე ისევ უცნობია, რა კონფიგურაციის ჩაერთვებიან ოპოზიციური პარტიები არჩევნებში და შეთანხმდებიან თუ არა მერობის და მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე.

განვლილი მძიმე ცხრა თვის გათვალისწინებით, საარჩევნო კამპანია დიდი ალბათობით ამჯერადაც დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში ჩაივლის.

დატოვე კომენტარი