ორგანიზებული ნარკოდანაშაული

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება.

ნარკოდანაშაულის გახმაურებულ საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი ჩნდება. „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ყოფილი ხელმძღვანელის შვილს გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორად ასახელებს. საგამოძიებო მასალების მიხედვით, სწორედ ირაკლი ქორიძემ დაგეგმა 2017 წლის იანვარში თურქეთიდან რეანომობილით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანა. დღეს გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალება ტრაპზონში გიორგანაშვილმა შეიძინა, მის გადმოსატანად კი საქმეში ხელოვნურად შერჩეული პაციენტიც ჩართეს.