ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება

22:05, 28.01.2026

სხვადასხვა ადგილზე ჩადენილი დანაშაული ერთი და იმავე პირების მონაწილეობით – დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

გამოძიება ამბობს, რომ ეს იყო ლიდერის მიერ მართული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სავაჭრო ობიექტებს ძარცვავდა. ვრცელდება აუდიო და ვიდეო მასალები, რომლებიც ქურდობის ფაქტებს და ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს შორის საუბრებს ასახავს. დაკავებულებს შორის სამი სავაჭრო ობიექტზე გამყიდველად მუშაობდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, იძარცვებოდა ქვეყნის მასშტაბით წინასწარ შერჩეული სავაჭრო ობიექტები, ნაქურდალი პროდუქტები კი ასევე წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იაფად იყიდებოდა.

 

მსგავსი