ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენა
პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა. საუბარია ჯგუფებზე, რომლებიც მსურველ პირებს ამერიკისა და კანადის ვიზების მიღებაში დახმარებას სთავაზობდნენ, რის სანაცვლოდაც, გარკვეულ ფულად ანაზღაურებას იღებდნენ. აღნიშნული პირები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ასევე ყალბი ისტორიების შექმნით, მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებას ჰპირდებოდნენ. სულ დაკავებულია სამი პირი, ექვსი პირის მიმართ კი – სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. დანაშაულები 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.