ორგანიზაციის „დავასრულოთ“ განცხადება 

არასამთავრობო ორგანიზაცია „დავასრულოთ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სოსო მანჯავიძე აცხადებს, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, ის აპირებს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის წინააღმდეგ სარჩელი შევიდეს. მისი თქმით, საქმე ეხება ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, უნდა აიკრძალოს.