ორგანიზაცია „შეცვალეს“ აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

ამ წუთებში ორგანიზაცია „შეცვალეს“ წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.

სალომე ზურაბიშვილმა მეცნიერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  საქართველოს არ აქვს არც ჯარი, არც იარაღი და არც ექნება, არც დიდი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რომ რეგიონი დაიპყროს, მაგრამ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება და კულტურა.