მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა არასამთავრობო ორგანიზაციის, „საფარის“ ხელმძღვანელის განცხადება, სადაც ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის არქივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რადგან „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ.