ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობის“ მიმართვა ცესკოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართავს და საპარლამენტო არჩევნებიდან „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნას ითხოვს. მათი თქმით, მიზეზი, საქართველოს კონსტიტუციისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უხეში დარღვევაა. ასევე, ორგანიზაცია ცესკო-ს #7 ოლქში ინაშვილისთვის მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს, რადგან მათი განმარტებით, ის 18 აგვისტოს უკანონოდ გადავიდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.