ორგანიზაცია „20/20“-ის განცხადება

რუსთავის ინციდენტს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაცია მომხდარში პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეს მშვიდობიანი გარემოს შესაქმნელად, რეგიონებში, სადაც მეორე ტური ტარდება, საჭიროა მეტი საპოლიციო მობილიზება, თუმცა, მათი შეფასებით, სამართალდამცავი უწყება გულგრილობას იჩენს.

ლაშა ფარულავას განცხადებით, ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნებისთვის ძალადობრივი შემთხვევები დამახასიათებელია, ხელისუფლება კი კანონდარღვევებს არ იძიებს. „სამოქალაქო პლატფორმა 20-20“-ში ასევე აცხადებენ, რომ მმართველი პარტია სიძულვილის კამპანიას აწარმოებს. ვითარების დეპოლარიზებისთვის კი არჩევნებში ჩართულ მხარეებს მშვიდობიანი გარემოს შექმნისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ყველა უკანონობაზე პოლიცია რეაგირებას ახდენს. გუშინდელ შემთხვევას ეხმაურება თავად დავით კირკიტაძეც და „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

დატოვე კომენტარი