ორენოვანი წიგნების წარდგენა

18:46, 16.09.2025

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ფოლკლორის ცენტრის ორენოვანი წიგნების წარდგენა გაიმართა.

მსოფლიო მუსიკა – ფილიპ ბოლმანი და ეთნომუსიკოლოგია – თიმოთი რაისის ავტორობით, ოქსფორდის გამოცემაა და პოპულარულ ენაზე გვიყვება, მსოფლიო მუსიკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. გამოცემა წარადგინა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების კონსულტანტმა, ნანა მჟავანაძემ. ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართება ორენოვანი ელექტრონული ჟურნალის – ქართული ფოლკლორი და ფოლკლორის არქივის კატალოგის პრეზენტაცია. პროექტები განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით. პრეზენტაციაზე საზოგადოების წინაშე წარდგა ადგილობრივი ანსამბლი „რეხეული“,  რომელმაც მსოფლიო მუსიკის ორი ნიმუში შეასრულა.

მსგავსი