ორბანი მიგრანტების წინააღმდეგ

„ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ – დონალდ ტრამპის ამ ცნობილ სლოგანს ანალოგი ევროპაშიც გამოუჩნდა.

საუბარია უნგრეთზე, რომელსაც პრორუსული და ანტიმიგრაციული განწყობების მქონე პრემიერი ჰყავს. ქვეყანაში 8 აპრილს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. თუ გამარჯვებას ისევ პარტია „ფიდეზი“ მოიპოვებს, პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე მესამე ვადით ვიქტორ ორბანი დაიკავებს, რომელიც ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებს.