ორბანი ევროკავშირს „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ წერილში ევროკავშირს აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს. „ევროპელებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა დაუჭირონ მხარი შეერთებული შტატების მშვიდობის ინიციატივას. აშშ-ის პრეზიდენტის მხარდაჭერის გარდა, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ ავტონომიური და პირდაპირი მოლაპარაკებები რუსეთთან“, – წერს ვიქტორ ორბანი წერილში. მედიის ინფორმაციით, ორბანი ასევე წერს, რომ უნგრეთი არ უჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რაიმე ფორმით უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაგზავნას.