ორაზროვანი სასკოლო ლექსები

დუმილი ძალადობაზე თუ ვაჟკაცობისკენ მოწოდება? ეს კითხვა, ალბათ, გაუჩნდება ყველას, ვინც მეორე კლასის ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოს 66-ე გვერდზე გადაშლის. თუნდ იყოს ასჯერ ნაცემი, ბიჭი არ არის გამცემი – ეს არის ნაწყვეტი ცირა ქიტიაშვილის ლექსიდან, რომელიც განთავსებულია რუბრიკაში რა არის კარგი და რა არის ცუდი. ლექსი იმდენად არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას იწვევს, რომ მასწავლებლების ნაწილიც კი, მისი სწავლებისგან თავს იკავებს.

პრობლემის განხილვაში ფსიქოლოგებიც ჩაერთვნენ. განმარტებები და არაერთგვაროვანი შეფასებები გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტში.