„ოქსიგენფესტი“ - მუსიკალური ფესტივალი რუსთავში

რუსთავში „ოქსიგენფესტი“ მიმდინარეობს. მუსიკალური ფესტივალი გუშინ რუსთავის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოებით დაიწყო. 162 წარჩინებულ მოსწავლეს რუსთავის მერიის ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსონსორების საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, „ოქსიგენფესტის“ მუსიკალური ნაწილი ანსამბლმა „თუთარჩელამ“  გახსნა. ორდღიანი ფესტივალის მთავარ სცენას დღეს „ჯეობიტ პროდაქშენი“,  „ფრანი“, „დესპანი“ „ოჩოს ქოხი“,  „მურო“ და ჯგუფი „რეგიონი“ დაიკავებენ. საფესტივალო სივრცე რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზეა მოწყობილი.