„ოქსიგენ ფესტი-2026“
რუსთავში ,,ოქსიგენ ფესტი-2026″ ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213-მა წარმატებულმა ახალგაზრდამ გაიარა, რომლებსაც რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპორნსორების მიერ მომზადებული საჩუქრები გადაეცათ. „ოქსიგენ ფესტის“ პირველი მუსიკალური დღე კი ჰიპ-ჰოპს მიეძღვნა. დღეს კი საფესტივალო სცენას ჯგუფი ,,რეგიონი“, „შერეკილები“, ,,ჯეობით პროდაქშენი“, ,,პაპანუსი“ და ,, ალუზია” დაიკავებენ. რუსთავში ფესტივალი უკვე მეხუთედ იმართება.