ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა მიესაჯა

21:32, 19.11.2025

21 წლის შემდეგ, ბუტა რობაქიძის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული, ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხლის ამნისტიის საფუძველზე ოქრუაშვილს, რომელსაც ქვემდგომებისთვის უკანონო მითითებების მიცემას ედავებოდნენ, ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა განესაზღვრა. თუმცა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო იდენტური ქმედებისთვის ბრალდებული, კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ზურაბ ადეიშვილი. საუბარია 2004 წლის 24 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან მომხდარ ფაქტზე, გამოძიების ოფიციალური ვერსიით „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომანქანის გაჩერების შემდეგ, მგზავრების შემოწმებისას პატრულ-ინსპექტორს შემთხვევით გაუვარდა ტყვია, რასაც ბუტა რობაქიძის გარდაცვალება მოჰყვა. გამოძიების თანახმად, პატრულის იმიჯის გადარჩენის მიზნით, გადაწყდა მომხდარისთვის შეიარაღებულ დაჯგუფების მიერ პოლიციელებზე თავდასხმის სახე მიეცათ, რაც ჯერ ირაკლი ოქრუაშვილის და შემდეგ ზურაბ ადეიშვილის უშუალო ჩართულობით განხორციელდა.

მსგავსი