ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. ამჯერად მიზეზად „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ადვოკატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მოსამართლის განცხადებით, უცნობია, როდის შეძლებს ინტერესების დამცველი პროცესზე მოსვლას, რის გამოც ოქრუაშვილს სავალდებულო წესით სხვა ადვოკატი დაენიშნება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს ჩატარდება.