ოქრუაშვილის ბრალდების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

20-21 ივნისის მოვლენებზე, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. ოქრუაშვილის საქმეში, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში ედება ბრალი, გიორგი ჯავახიშვილის და თორნიკე დათაშვილის საქმეებიც ერთიანდებოდა.

საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე სასამართლოს შუამდგომლობით ოქრუაშვილოს ადვოკატმა მიმართა, რასაც პროკურორებიც დაეთანხმნენ.

მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ სხდომა გადაიდო.

ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმე, სავარაუდოდ, სხვა მოსამართლეს გადაეწერება. პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი მისი საქმის პროცესებს პროტესტის ნიშნად არ ესწრება.